მიმართულება
ენდოვასკულური ნეიროქირურგია
ერეკლე ექვთიმიშვილი
ენდოვასკულური ნეიროქირურგიის დეპარტამენტის უფროსი · მედიცინის დოქტორი · თსსუ ასისტენტ პროფესორი
ენდოვასკულური ნეიროქირურგია წარმოადგენს ნეიროქირურგიის თანამედროვე განხრას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა მცირე ინვაზიური მეთოდით, ღია ქირურგიული ჩარევის (ტრეპანაციის) გარეშე. ეს დარგი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებად სფეროს წარმოადგენს, რაც უპირველეს ყოვლისა პაციენტის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. მიდგომა ხორციელდება ბარძაყის არტერიიდან (სისხლძარღვის შიგნიდან), რაც ამცირებს როგორც ოპერაციის ტრავმულობას, ასევე პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხანგრძლივობას და მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის საერთო გამოსავალს. ამ მეთოდით შესაძლებელია ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა:
- არტერიული ანევრიზმები
- არტერიო-ვენოზური მალფორმაციები და ფისტულები
- ინტრა- და ექსტრაკრანიული სტენოზები
- კაროტიდო-კავერნოზული შერთულები
- არტერიო-ვენოზური შუნტები
- იშემიური ინსულტი (თრომბასპირაცია, თრომბექტომია)
ერეკლე ექვთიმიშვილი
ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი
პროფილის ნახვა